Pages

среда, 29 июня 2016 г.

ინტელის სასწავლო კურსი, მეექვსე დღე. რეფლექსია

შრომატევადი და საინტერესო  დღე იყო. ვისწავლეთ პრეზენტაციების ატვირთვა ბლოგზე.  დავწერეთ რა აქტივობებს გამოვიყენებთ ჩვენი პროექტის ფარგლებში, ვიმუშავეთ წყვილებში, საჭიროების შემთხვევაში მივეცით ერთმანეთს რჩევები.ჩემი სუსტი მხარე იყო, რომ გამიჩნდა შეკითხვები პროექტთან დაკავშირებით, რაზეც ამომწუ რავი პასუხი მივიღე ტრენერისგან. ძლიერი მახარე იყო ის, რომ კარგად ვართმევდი  თავს ტრენერის( მარეხ ჯელაძე)  მიერ მოცემულ დავალებებს. ჩავინიშნეთ დავალებები და მივიღეთ მითითებები.  კვლავ დიდი მადლობა მარეხის ენერგიული  და თავდაუზოგავი შრომისთვის.

понедельник, 27 июня 2016 г.

ინტელის სასწავლო კურსი. მეხუთე დღე. რეფლექსია

 ძალიან საინტერესო იყო მეხუთე დღე. გავაკეთეთ პრეზენტაციის შაბლონი, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, გავუკეთეთ კომენტარები. გავეცანით საავტორო უფლებებს, შევავსეთ საავტორო უფლებების ტესტი. ვიმუშავეთ ბლოგზე გვერდების შექმნაზე, ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება, სურატების ატვირთვა და გამოქვეყნება. მქონდა შეკითხვები ბლოგთან დაკავშირებით, რაზეც ჩევი ტრენერისგან ( მარეხისგან) მივიღე სრულიად ამომწურავი პასუხი.დიდი მადლობა გაწეული სრომისთვის.

пятница, 24 июня 2016 г.

ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე. რეფლექსია

დღევანდელი დღეც  საინტერესო იყო.  ერთმანეთს გავუზიარეთ ვინ რა პროექტს ვაკეთებთ.  გავირეთ შეფასების სტრეტეგიები, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, ვიმუშავეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებაზე. იმდენად ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის მარეხი, რომ შეკითხვები არ გამჩენია.

среда, 22 июня 2016 г.

ინტელის ტრენინგის მესამე დღე. რეფლექსია

საინტერესო და საკმაოდ შრომატევადი იყო მესამე დღე. ვიმუშავეთ ჩვენს საქაღალდეში სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში. გავაკეთეთ პროექტის მონახაზი, დავწერეთ პროექტის შინაარსი, ამოვირეთ სტანდარტები. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას და ის, რომ სტანდარტები უნდა შეირჩეს ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. დავწერეთ პროექტის სასწავლო მიზნები. გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს. რა შეკითხვების მქონდა ჩემს ყველა შეკითხვაზე ტრენინგის მსვლელობის დროს  ამომწურავი პასუხი მივიღე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს.

понедельник, 20 июня 2016 г.

ინტელის სასწავლო კურსის მეორე დღე. რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღეც ძალიან საინტერესო იყო.გავეცანით  პუბლიკაციის  ჩეკლისტის შექმნას პროექტის ფარგლებში. ვისწავლეთ პროექტის ბუკლეტების შექმნა, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.ბუკლეტები გავაფორმეთ  შესაბამისი ილუსტრაციებით. გავიხსენეთ ბლოგზე მუშაობა, წერილების გაგზავნა.
 ტექნიკურ სამუშაოებს თავი კარგად გავართვი და ვთვლი, რომ ეს იყო ჩემი ძლიერი მხარე. იმდენად საინტერესო, სრულყოფილი და ადვილად წვდომადია მარეხისთან მუშაობა, რომ შეკითხვები არ გამჩენია.
პროექტის გაკეთებას ვგეგმავ ცხოველების ირგვლივ სათაურით: " ნიკას საყვარელი ცხოველი."
 უღრმესი მადლობა მარეხის საინტერესო ტრენინგისთვის.

ინტელის სასწავლო კურსი. პირველი დღის რეფლექსია.

საინტერესო იყო პირველი  დღე. გავეცანით  ტრენინგის მასალებს, რვა მოდულს სათითაოდ, ტრენინგის მახასიატებლებს. შევქმენი საქარქლდე - ჩემი პირადი პორთფოლიო და მასსი გადავიტანე მასალები.
           ჩემი ძლიერი მხარე იყო ის, რომ სწრაფად და გულისურით ვაკეტებდი დავალებებს. დღევანდელ დღეს ჩემთვის ყველაფერი ნათელი და გასაგები იყო. აქედან გამომდინარე შეკითხვებიც არ მაქვს. დიდი მადლობა ჩვენს უსაყვერლეს, უნიჭიერეს საკმაოდ ენერგიულ ტრენერს-მარეხ ჯელიძეს.