Pages

ჯორჯ პოიას " ათი მცნება"

   


1.    გაინტერესებდეს საქმენი შენი.
2.    იცოდე საგანი შენი.
3.    უწყოდე, რა გზით შეიძლება შენთვის აუცილებელის შესწავლა, რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა, ოდეს თავად აღმოაჩენ.
4.    ჰხედვიდე მოწაფეთა სახეებზე ფიქრსა მათსა. რას ელიან შენგან. პატივ-ეც სატკივარსა მათსა. ძალ-გედვას,  მათს ადგილზე საკუთარი თავისა ხილვად.
5.    არა თაყვან-ეც მწირსა ინფორმაციასა, ისწრაფვოდე, დააჩვიო მოწაფე სჯასა, თანმიმდევრული მუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა მისისა.
6.    დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრას.
7.    დააჩვიე ყმაწვილი მტკიცების  წესსა და რიგსა.
8.    ჰპოვე ამოცანაში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ამოცანის ამოხსნაში გამოგადგეს. აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
9.    არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად, რაითა თავად მოწაფემან გამოიცნოს საიდუმლო იგი. ვიდრე განუმარტავდე შენ თავად იპოვონ, რაც შეიძლება მეტი.

10. კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი. იძულებით ნუ მოახვევ შეგირდს საკუთარსა აზრსა.

Комментариев нет:

Отправить комментарий