ჩემი სიცოცხლის ყოველი წუთი თქვენს სიყვარულში დავხარჯო მინდა.
·
ჩემს მოსწავლეებს არ სძულთ სწავლის პროცესი, აქვთ მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ ხალისიანად მიიწევენ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ.
·
ჩემი მოსწავლეები დიდხანს რჩებიან ნამდვილ ადამიანებად, სიყალბისგან, მლიქვნელობისგან თავისუფალ ადამიანებად.
·
მათ შეუძლიათ გაიზიარონ უცნობი ადამიანების ტკივილი და შეცვალონ სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ.
მიყვარს ჩემი პროფესია. ყოველთვის ხომ არ გეძლევა შანსი, პატარა წვლილი შეიტანო საზოგადოების პოზიტიურ ფორმირებაში.
რა შეედრება ბავშვის გულის სითბოს, მის უმწიკლო სიყვარულს, მისი სხივჩამდგარი თვალების მზერას- ალბათ არაფერი. მასწავლებელი ის ადამიანია, რომელიც ყოველ დღე უცქერის ამ თვალებს, რომლებიც სიყვარულითა და იმედით უყურებენ მას. მასწავლებლის პროფესია ძალიან საპასუხისმგებლო და რთულია. ყველა პროფესიის ადამიანი გარკვეული დროის შემდეგ ხედავს თავისი შრომის ნაყოფს, ამჩნევს მუშაობის დროს დაშვებულ შეცდომებს და ცდილობს გამოასწოროს იგი. მაგრამ მასწავლებელს ეს შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ყოველი შეცდომა ცუდად აისახება ბავშვის მომავალზე. ამიტომაც მას, ვინც ამ პროფესიას აირჩევს ძალიან უნდა უყვარდეს ბავშვი და კარგად იცოდეს მისი ასაკობრივი და ფსიქოლოგიური თავისებურებები.
სკოლაში შესვლასთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება ბავშვის ცხოვრება. იგი სკოლაში მისვლისას აღმოჩნდება უცხო, უფრო „მკაცრ“ გარემოში. მის უდარდელ ცხოვრებას საქმიანი, ვალდებულებებით აღსავსე დღეები ენაცვლება. თუ როგორ მოახერხებს სასკოლო გარემოსთან ადაპტაციას ბევრადაა დამოკიდებული მასწავლებელზე. ამ პერიოდში მასწავლებლის მიერ დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის იმედგაცრუება, კონფლიქტი, სწავლაში წარუმატებლობა. ეს ყოველივე კი დიდ გავლენას იქონიებს მის პიროვნულ განვითარებაზე.
დაწყებითი კლასების მოსწავლისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა მისი პირველი მასწავლებელი - დამრიგებელი. მისი საუბარი, შექება და შენიშვნა მოქმედებს ბავშვზე. ამიტომ დაწყებითი კლასების მასწავლებელი დიდი სიყვარულსა და სითბოს უნდა გამოხატავდეს მოსწავლის მიმათ. ის ხომ სკოლაში პირდაპირ თბილი ოჯახური გარემოდან მოდის.

„აგრძნობინეთ ბავშვს, რომ გიყვართ და მაშინ ნახავთ, საჭირო არ არის ცემა- ტუქსვა, რადგან თქვენი სიყვარული გამოიწვევს მის სიყვარულსაც.“ (ვილჰელმ გრიმი)
დამრიგებელი უნდა დაეხმაროს კლასის მოსწავლეებს არამარტო სასკოლო გარემოსთან ადაპტაციაში, არამედ ჩამოუყალიბოს ელემენტარული სასწავლო ჩვევები, სწავლის სწავლა, თანამშრომლობის უნარი, ჯანსაღი ღირებულებები. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სადამრიგებლო შეხვედრები დაწყებით საფეხურზე.
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებას, ქმნის ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლესა და დამრიგებელს შორის თბილი, პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.
მოსწავლეებთან ურთიერთობისას ვამჟღავნებ დიდ სიყვარულს, სითბოსა და მოთმინებას, რადგან ვარ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და სწორედ ამ ასაკის ბავშვებს სჭირდებათ ყველაზე მეტად მასწავლებლის მხარდაჭერა და თანადგომა. ვცდილობ ვიყო მხიარული, გულღია, ჰუმანური, სამართლიანი, კარგი მსმენელი და საერთოდ კომპეტენტური მასწავლებელი. მსურს რომ ჩემი მოსწავლეები მენდობოდნენ და მათთვის ვიყო მისაბაძი პიროვნება.
ჩემი აზრით, იმისათვის რომ ვიყო წარმატებული მასწავლებელი საჭიროა ვიყო კოლეგიალური. ვთანამშრომლობ კოლეგებთან, ვითვალისწინებ მათ შენიშვნებს და გამოცდილებებს. ხშირად ერთად ვგეგმავთ გაკვეთილებს, ვქმნით დიდაქტიკურ და ელექტრონულ რესურსებს.
ჩემ სადამრიგებლო კლასებში დამრიგებლის საათს ვატარებ საუბრისა და დისკუსიის ფორმატით, ვარჩევთ ზღაპრებს და მოთხრობებს. განვიხილავთ მათთვის საინტერესო თემებს. ჩემმა მოსწავლეებმა იციან,რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ყველას აზრი მისაღებია და მას მოუსმენენ სიამოვნებით.
სადამრიგებლო საათი საშუალებას მაძლევს მოსწავლეებს განვუვითარო სოციალური უნარები, საკუთარი თავის რწმენა, სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა, კომუნიკაცია, დადგენილი წესების დაცვა...
ვცდილობ, რომ კლასში იყოს თბილი და პოზიტიური ურთიერთობები. ამაზე ვზრუნავ საგაკვეთილო პროცესში, სადამრიგებლო საათის დროს, ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში...
„მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მოზარდის სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება... მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით. დიდებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია, იგი გაცილებით მეტს გრძნობს, ვიდრე ჩვენ გვგონია“... (ილია II)
სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის სრულფასოვან და პიროვნულ განვითარებას. სკოლა და მასწავლებელი პიროვნების ჩამოყალიბების განმსაზღვრელი ფაქტორებია. ბავშვის ძირითადი თვისებებისა და პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბება სწორედ ცხოვრების ამ საფეხურზე ხდება. სკოლისა და მასწავლებლის მთავარი მიზანი ბავშვის პირობნების ფორმირებაა.
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის სწავლების წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია, ბავშვის ფსიქიკური განვითარებისკანონზომიერების გათვალისწინება. ბავშვთა ემოციური თავისებურების, მიდრეკილებებისა და ინტერესების ცოდნა მასწავლებელს ეხმარება დაამყაროს კონტაქტი ბავშვთან, თავიდან აირიდოს შეცდომები მათი სწავლისა და აღზრდის საკითხში.
მასწავლებელი მოსწავლისათვის ერთგვარი მოდელი უნდა იყოს. ამიტომაც მასწავლებელი უნდა იყოს თავისი საგნის პროფესიონალი, ჰუმანური, კეთილი, გულისხმიერი, სამართლიანი და შრომისმოყვარე.
წარმატებულ მასწავლებლად გახდომისათვის ბევრი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. პროფესიული თვალსაზრისით მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით ვცდილობ ვიყო წარმატებული მასწავლებელი. ვზრუნავ ჩემ პროფესიულ განვითარებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ვცდილობ შევქმნა ეფექტური სასწავლო გარემო, გავითვალისწინო მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი სტანდარტი, გავითვალისწინო განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებები და დავნერგო სასწავლო პროცესში.
მოსწავლეებთან ურთიერთობისას ვამჟღავნებ დიდ სიყვარულს, სითბოსა და მოთმინებას, რადგან ვარ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და სწორედ ამ ასაკის ბავშვებს სჭირდებათ ყველაზე მეტად მასწავლებლის მხარდაჭერა და თანადგომა. ვცდილობ ვიყო მხიარული, გულღია, ჰუმანური, სამართლიანი, კარგი მსმენელი და საერთოდ კომპეტენტური მასწავლებელი. მსურს რომ ჩემი მოსწავლეები მენდობოდნენ და მათთვის ვიყო მისაბაძი პიროვნება.
ჩემი აზრით, იმისათვის რომ ვიყო წარმატებული მასწავლებელი საჭიროა ვიყო კოლეგიალური. ვთანამშრომლობ კოლეგებთან, ვითვალისწინებ მათ შენიშვნებს და გამოცდილებებს. ხშირად ერთად ვგეგმავთ გაკვეთილებს, ვქმნით დიდაქტიკურ და ელექტრონულ რესურსებს.
პროფესიული საქმიანობისას ორიენტირებული ვარ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებზე და მოსწავლეზე. მოსწავლეს არამარტო ვაძლევ ფორმალურ ცოდნას, არამედ ვარ მისი დამხმარე სწავლა- სწავლების რთულ პროცესში. ვითვალისწინებ მათ ასაკობრივ თავისებურებებს, ინტერესებს, ცოდნასა და განვითარების დონეს. ვცდილობ განვუვითარო მათ თვითდაჯერებულობა, თვითშეფასება, საკუთარი სწავლების მართვა და ინოვაცია, გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა, ლიდერობა, კრიტიკული აზროვნება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო და მედია უნარებ,პრობლემის გადაჭრის უნარი და სხვა უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა ოცდამეერთე საუკუნის სრულფასოვანი ადამიანისათვის.
ახალი მიდგომები მასწავლებელს ახალ მოთხოვნებს უყენებს.
ისევე როგორც ყველა სხვა ინოვატორი მასწავლეველი, მეც დადებითად ვარ განწყობილი სიახლეების მიმართ. ვცდილობ ახლებურად დავგეგმო გაკვეთილი, გამოვიყენო სხვადასხვა დიდაქტიკური და ელექტრონული რესურსი, გაკვეთილი დავტვირთო ბავშვებისათვის საინტერესო აქტივობებით, გამოვიყენო ახლებური შეფასების სისტემა. ვატარებ ინტეგრირებულ გაკვეთილებს. ხშირად ვიყენებ გაკვეტილზე სხვადასხვა დიდაქტიკურ თამაშებს, რათა გაკვეთილი არ იყოს მოსაწყენი და ბავშვები არ გადაიღალონ.
ვცდილობ, რომ არც ერთი მოსწავლე არ დამრცეს ყურადღების გარეშე, რათა თითოეულმა მათგანმა სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები....

Комментариев нет:
Отправить комментарий