Pages

წლიური სასწავლო კურსის პროგრამა

2015-2016  / 
მასწავლებლის  სახელი, გვარი: მაია ნატროშვილი
სასწავლო  საგნის  დასახელება :  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების  კლასი :  II
სასწავლო  კურსის  სწავლების  ხანგრძლივობა :  ორი სემესტრი
საათების  რაოდენობა :  7 საათი კვირაში

            ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი უნარ-ჩვევები უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც ერთი მთლიანი სისტემა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა.
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნები და ამოცანები
პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით განისაზღვრება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები:
·         განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
·         გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
·         განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
·         ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
·         შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; 
·         გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:
·         კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
·         ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
·         აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
·         მსჯელობის უნარის განვითარება;
·         სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
·         ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
·         ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;
·         დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
·         ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
·         საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;
·         სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
·         ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;
·         მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
·         ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;
·         სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზისა და შექმნის უნარის გამომუშავება;
·         მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;
·         ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
·         ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·         ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.
სასწავლო  კურსის  აუცილებელი  საბაზისო  კომპონენტები :
ზეპირმეტყველების, კითხვის, მოსმენისა და წერის უნარ-ჩვევები
კურსის  ორგანიზაცია :
         1)      საკლასო  მენეჯმენტის ხერხები:
·         ინდივიდუალური
·         წყვილებში
·         ჯგუფური
·         მთელ კლასთან
                  2) მეცადინეობის ფორმები:
·         პრაქტიკული
·         ლექცია
·         სემინარი
·         დებატები
               3) გაკვეთილის ტიპები:
·         ახსნა
·         განმტკიცება
·         კომბინირებული
საწავლო  კურსის  შეფასება :  
·         მიმდინარე: განმავითარებელი
          შემაჯამებელი: განმავითარებელი
          დაკვირვება,პორტფოლიოს საშუალებით შეფასება.
რესურსები :
·                                 მოსწავლის წიგნი: ქართული ენა და ლიტერატურა; გამომცემლობა:        ,,მერიდიანი", ავტორები : .მაღლაკელიძე, .მაღლაკელიძე.
·                       რვეული
·                     მასწავლებლის წიგნი
·                     ბუკი
·                     დაფა
·                     ინტერნეტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება:  ზეპირმეტყველება


ქართ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
·         სამეტყველო სიტუაციისა და ადრესატის გათვალისწინებით შეარჩევს მართებულ გამონათქვამს (როგორ ხარ?  / ბრძანდებით?);
·         ადრესატის გათვალისწინებით წარმართავს ეტიკეტურ დიალოგებს ნაცნობ თემებზე (მიპატიჟება, თავაზიანი თხოვნა ან უარი და ა. შ.).


ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·         გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;
·         ასათაურებს ტექსტს;
·         ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
·         ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;
·         აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
·         გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
·         მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
·         ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის / ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.

ქართ.  II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აღწერს და ახასიათებს ნაცნობ საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
·         განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
·         ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
·         სათანადოდ იყენებს კავშირებს (ან, მაგრამ...);
·         სწორად ხმარობს კითხვით სიტყვებს (ვინ? რა?), უარყოფით ნაწილაკებსა (არ, ვერ) და ნაცვალსახელებს (პირის, კუთვნილების) სათანადო კონტექსტში;
·         გაასხვავებს ჩვეულებრივ (მაგ., „როგორ ხარ?“ ან „წამოდი, გთხოვ“) და თავაზიანობის გამომხატველ (მაგ., „როგორ ხართ? / ბრძანდებით?“ ან „წამობრძანდით, გთხოვთ“) ენობრივ ფორმებს.

მიმართულება: კითხვა

ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·         დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
·         პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.

ქართ. II. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., გაკვეთილების ცხრილის, დღის/კვირის განრიგის,  კულინარიული  რეცეპტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებზე დაკვირვებით ამოიცნობს და ასახელებსრა ტიპის ინფორმაციაა მოცემული კონკრეტული სახის ტექსტში (მაგ., ტელეპროგრამაში - გადაცემის ტიპი, დღე, საათი; კულინარიულ რეცეპტში – მასალის ჩამონათვალი, რაოდენობა, მომზადების წესი და სხვ.);
·         ასახელებს ან მიუთითებსტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს კონკრეტული ინფორმაცია (მაგ., გაკვეთილების ცხრილში სად არის განთავსებული საგნების ჩამონათვალი, სად – კვირის დღეები);
·         ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ არის ჭადრაკის წრე და სხვ.).
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განარჩევს დიალოგს და თხრობას;
·         მოიძიებს რეპლიკების ავტორებს;
·         ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);
·         პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.

ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
·         განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...);
·         ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს; ვინ და რა ჯგუფის სიტყვებს).


ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ქმნის წაკითხული / მოსმენილი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს;
·         ირჩევს პერსონაჟს / რომელიმე მოქმედებას / მოქმედების ადგილს და ქმნის ნახატს საკუთარი ინტერპრეტაციით, ფანტაზიით;
·         ქმნის ნახატს, რომელშიც გადმოცემულია მოსმენილი / წაკითხული ამბის გაგრძელება;
·         ასათაურებს საკუთარი ინტერპრეტაციით ან ფანტაზიით შექმნილ ნახატს / წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის საფუძველზე დამოუკიდებლად შექმნილი ამბის გაგრძელებას და ხსნის, რატომ შეურჩია ნახატს ასეთი სათაური;
·         მოცემული ილუსტრაციის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·         ასახელებს მოსმენილი / წაკითხული ტექსტის შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს, ასახელებს მსგავს / განსხვავებულ ადგილებს.

ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                                                   
·         ამოიცნობს წიგნის მარტივ სტრუქტურას: წიგნის ყდას, თავფურცელს ავტორისა და სათაურის მითითებით, ტექსტს, სარჩევს;
·         ილუსტრაციების მიხედვით ამოიცნობს ტექსტის ან წიგნის შესაძლო შინაარსს;
·         შემუშავებული აქვს მარტივი წესი, რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
·         ყურადღებას აქცევს და იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ პირობით ნიშნებს;
·         ცდილობს, განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს / მშობელს;
·         იყენებს წიგნის სარჩევს, ტექსტის შემდეგ მოცემულ სიტყვათა განმარტებებს;
·         გამოყოფს მითითებულ ან საჭირო აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს.


მიმართულება: წერა

ქართ. II. 10. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აკვირდება მოდელს და ამოიცნობს, რა ტიპის ინფორმაციას შეიცავს ტექსტი (მაგალითად, მოსაწვევ ბარათში - ვის იწვევენ, რასთან დაკავშირებით, სად, როდის...);
·         ასახელებს მოდელის კომპოზიციურ თავისებურებებს (როგორ არის ინფორმაცია ორგანიზებული);
·         თავს უყრის და ჩამოწერს კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის შეტანაც უნდა   ტექსტში;
·         ადგენს ტექსტს მოდელის მიხედვით;
·         შედგენილ ტექსტს ადარებს მოდელს და,  საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები.

                                                                 
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერს  და ასათაურებს მცირე ზომის მარტივ ტექსტს;
·         მოკლედ წერს პირადი გამოცდილების შესახებ („ზაფხულის არდადეგები“, „ჩემი მეგობარი“, „შინაური ცხოველები“ და ა. შ.);
·         პასუხობს კითხვებს ზეპირად და შემდეგ წერილობით;
·         წერს კარნახით;
·         სწერს წერილს მეგობრებსა და წარმოსახვით პერსონაჟებს;
·         შეადგენს გამაფრთხილებელ წარწერებს და განცხადებებს (მაგ., „ფრთხილად, ეზოში ძაღლია“, „ნუ შეეხებით“, „დაიკარგა ძაღლი“ და ა. შ.);
·         მოდელის მიხედვით ადგენს მარტივ პრაგმატულ ტექსტებს (მაგ., მოსაწვევ ბარათს, კვირის განრიგს, გენეალოგიურ ხეს, დღის რეჟიმსა და სხვ.);
·         გადმოსცემს ნახატით ან მუსიკალური ნაწარმოებით მიღებულ შთაბეჭდილებას;
·         ახასიათებს მისთვის ნაცნობ საგნებს და ადამიანებს.

ქართ. II. 12. მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს სათანადოდ ათანხმებს რიცხვში;
·         კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ზმნის დროებს (წარსულს, აწმყოს, მომავალს);
·         იყენებს მაერთებელ კავშირებს სიტყვათა და სიტყვათა ჯგუფების დასაკავშირებლად წინადადებაში;
·         მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს.

ქართ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                                 
·         კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
ამოიწერს მასწავლებლის მიერ ჩასწორებულ ფორმებს ან მთლიან წინადადებას.
    
წლიური სასწავლო წლის პროგრამა:

2015-2016  / 
მასწავლებლის  სახელი, გვარი:  მაია  ნატროშვილი
სასწავლო  საგნის  დასახელება :  მათემატიკა
სწავლების  კლასი :  II
სასწავლო  კურსის  სწავლების  ხანგრძლივობა :  ორი სემესტრი
საათების  რაოდენობა :  6 საათი კვირაში

დაწყებით საფეხურზე მათემატიკის  მიზანია მარტივი კანონზომიერებებისა და სიდიდეებს შორის დამოკიდებულების ამოცნობის უნარის განვითარება, არითმეტიკული ოპერაციების თვისებების და ასოითი აღნიშვნების გამოყენების შესწავლა.გეომეტრიული ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერისა და დემონსტრირების უნარის განვითარება; გეომეტრიულ ობიექტთა კომპონენტების ამოცნობისა და მათი ურთიერთმიმართების აღწერის უნარის განვითარება; ატრიბუტების მიხედვით ფიგურათა დაჯგუფების, სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის უნარის განვითარება.
კურსის  ორგანიზაცია :
         1)      საკლასო  მენეჯმენტის ხერხები:
·         ინდივიდუალური
·         წყვილებში
·         ჯგუფური
·         მთელ კლასთან
        2) მეცადინეობის ფორმა:
·         პრაქტიკული

    3) გაკვეთილის ტიპები:
·         ახსნა
·         განმტკიცება
·         კომბინირებული
საწავლო  კურსის  შეფასება :  
·         მიმდინარე: განმავითარებელი
          შემაჯამებელი: განმავითარებელი
რესურსები :
·            მოსწავლის წიგნი: მათემატიკა; გამომცემლობა:        ,,მერიდიანი", ავტორები : .ბექაური
·                       რვეული
·                     მასწავლებლის წიგნი
·                     ბუკი
·                     დაფა
·                     ინტერნეტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      კითხულობს “ერთნიშნა” და “ორნიშნა” რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს; ნებისმიერი რიცხვიდან ითვლის ბიჯით წინ/უკან  და გამოსახავს რიცხვებს სხვადასხვა მოდელის გამოყენებით (მაგალითად, ჩაწერს მათ პოზიციური სისტემის გამოყენებით ან გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი რაოდენობის გროვით);
·      სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგნების რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციურისისტემით ჩაწერის დემონსტრირებას საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფების გამოყოფით;
·      ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას და განმარტავს ერთეულის თანრიგში 0-ის გამოყენების აზრს; იყენებს ამ ცოდნას რიცხვების შედარებისას;
·      ასახელებს მითითებული ელემენტის ნომერს ფიგურების ან ნახატების მოწესრიგებულ ერთობლიობაში; ასახელებს მის შემდგომ ან წინმსწრებ წევრთა რიგს.
მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით, დაადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა, შემცირდა?");
·         ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს (მაგალითად თანრიგების დაჯგუფება, მთლიანი ათეულით "გადახტომა"); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას;
·         განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;
·         ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას (მაგალითად, რიცხვით კიბეზე ან საგანთა გროვაზე).
მათ. II.3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ახდენს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იგივე რაოდენობის ჯგუფის დამატებით;
·      აორმაგებს რიცხვებს 10-ის ფარგლებში, აგრეთვე სრულ 10-ეულებსა და 20-ეულებს; აკავშირებს ამ მოქმედებას შესაბამისი ბიჯით თვლასთან (მაგალითად,განმარტავს სრული ათეულის შესაბამისი რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში);
·      დაადგენს არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის ნახევარი/ორმაგი კონკრეტული მოდელის შემთხვევაში (მაგალითად, საგანთა დაწყვილებით);
·      ირჩევს ხერხს (მაგალითად, უკუთვლა ან გამოკლება) და ანახევრებს ლუწ რიცხვებს; ახდენს გაორმაგება-განახევრების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას.


მათ. II.4. მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ირჩევს ხერხს (მაგალითად, ელემენტთა ურთიერთცალსახა  შესაბამისობა _ დაწყვილება), აფასებს ("დაახლებით ტოლია", "დაახლოებით ნახევარია/ორმაგია") და ადარებს რაოდენობებს ორ გროვაში;  განსაზღვრავს მათ შორის განსხვავებას ("რამდენით მეტი/ნაკლები?", "ტოლი", "ორჯერ მეტი/ნაკლები");
·      ერთგვაროვან საგანთა ორი/სამი გროვიდან ირჩევს ერთს, რომლშიც საგანთა რაოდენობა დაახლოებით მოცემული რიცხვის ტოლია და ამოწმებს თავის ვარაუდს;
·      ასახელებს რიცხვის უახლოეს ოცეულს, ათეულს, ან ხუთეულს;  განმარტავს პასუხს.
მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი;
·      ირჩევს შესაბამის მოქმედებას, მისი შესრულების ხერხს ან მოდელს მარტივი ამოცანის ამოსახსნელად (მაგალითადშეკრება, გამოკლება, გაორმაგება, ან განახევრება; ერთეულის ბიჯით წინ ან უკუთვლა; საგანთა გროვა ან რიცხვითი კიბე);
·      იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას და პოულობს მეორე შესაკრებს, თუ ცნობილია პირველი შესაკრები და ჯამი; იყენებს ერთეულის ბიჯით უკუთვლას უცნობი მაკლების პოვნისთვის, მოცემული საკლებითა და სხვაობით და ახდენს გამოყენებული ხერხის  დემონსტრირებას (მაგალითად, 9 - ? = 6, რიცხვით კიბეზე ითვლის 9-დან უკან 6-მდე  და ახდენს ნაბიჯების რაოდენობის, როგორც მაკლების ინტერპრეტაციას; ახდენს იგივე პროცედურის დემონსტრირებას რიცხვით კიბეზე);
·      განასხვავებს, ასახელებს და რეალურ/გათამაშებულ ვითარებაში იყენებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტები და ბანკნოტები 100-ის ფარგლებში).
მათ. II.6.     მოსწავლეს შეუძლია საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      მოცემულ მიმდევრობაში ავსებს რამდენიმე გამოტოვებულ პოზიციას (მაგალითად,

ª
¨
§
ª
¨
§
ª
        
§

” რა ფიგურები იქნება გამოტოვებულ პოზიციებზე ? ”);
·      ერთმანეთს ადარებს რამდენიმე (არაუმეტეს სამის) მიმდევრობას და ასახელებს იმ მიმდევრობებს, რომლებიც განლაგების ერთსა-და-იმავე წესს ემორჩილებიან;
·      მოცემული წესის მიხედვით წარმოადგენს მიმდევრობას მხოლოდ ერთი ატრიბუტით განსხვავებული საგნების ან ნახატების/ფიგურების საშუალებით.
მათ. II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოწმებს, არის თუ არა დასახელებული რიცხვი მოცემული ტოლობის (მაგალითად, ) უცნობი კომპონენტის მნიშვნელობა;
·         შეადგენს რეალური ვითარების ამსახველ, შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველ, ეკვივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითად,ფულადი მონეტების ორი ისეთი ერთობლიობისათვის, რომელიც ერთსა იმავე თანხას შეადგენს);
·         იყენებს შეკრების კომუტაციურობისა (გადანაცვლებადობის) და ასოციაციურობის (ჯუფთებადობის) თვისებებს რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის გამოსათვლელად.
მათ. II.8. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების (მაგალითად, წვეროების/გვერდების რაოდენობის) მიხედვით;
·      განასხვავებს ფიგურის შიგა და გარე არეებს; უთითებს ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე მდებარე წერტილებს;
·      უთითებს საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა და წვეროებს.
მათ. II.9. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      განალაგებს ობიექტებს მითითებული წესის მიხედვით;
·      აღწერს ობიექტის მდებარეობას მეორე ობიექტის მიმართ შესაბამისი ტერმინების გამოყენებით (მაგალითად, მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ);
·      გასცემს და თავადაც ასრულებს მოძრაობის ორიენტაციის შემცველ მითითებებს.
მათ. II.10. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ურთიერთშეთავსებით ადარებს ფიგურათა წრფივ ზომებს და გამოხატავს შედარების შედეგს შესაბამისი ტერმინებით (მაგალითად, გრძელი, მოკლე, ტოლი);
·      მოიძიებს ტოლი ფიგურების ნიმუშებს მისთვის ჩვეულ გარემოში; ახდენს ფიგურათა ტოლობის დემონსტრირებას მათი ურთიერთშეთავსებით;
·      პოულობს რეალური ობიექტის (მაგალითად, საკლასო ოთახის, სპორტული დარბაზის) წრფივ ზომას არასტანდარტული ზომის ერთეულის (მაგალითად, ნაბიჯის) გამოყენებით. 
მათ. II.11. მოსწავლეს შეუძლია  თვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აგროვებს მონაცემებს რეალურ ობიექტებზე დაკვირვებით;
·      ამოკრებს რამდენიმე მონაცემს ერთგვაროვან მონაცემთა მოკლე სიიდან (არაუმეტეს ათი მონაცემი);
·      ამოკრებს საჭირო მონაცემებს უმარტივესი (ორსვეტიანი ან ორსტრიქონიანი) ცხრილიდან. 

მათ. II.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      განალაგებს მონაცემებს მოცემული თანმიმდევრობით ან მოცემულ პოზიციებზე (მიმდევრობით გამოყოფილი პოზიციების შემთხვევაში);
·      მონაცემთა ერთობლიობის ყოველ მონაცემს მიუჩენს ადგილს რომელიმე მოცემულ ჯგუფში (მონაცემთა რაოდენობა არ აღემატება ათს, ხოლო ჯგუფების რაოდენობა - სამს);
·      ერთი კლასის ობიექტთა (მაგალითად, გეომეტრიული ფიგურები) შესახებ მონაცემებს ალაგებს/აჯგუფებს რაიმე წესით; განმარტავს დალაგების/დაჯგუფების წესს.

მათ. II.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სიტყვიერად ახასიათებს მონაცემთა სიას (რომელშიც გაერთიანებულია არაუმეტეს 10 მონაცემისა) მონაცემთა საერთო რაოდენობის, განმეორების, პოზიციის, თანმიმდევრობის მიხედვით;
·      სიტყვიერად აღწერს/განმარტავს პიქტოგრამას, რომელშიც ერთი სიმბოლო შეესაბამება ერთ მონაცემს ან მონაცემთა წყვილს;
·      სიტყვიერად აღწერს/განმარტავს  მონაცემთა უმარტივეს (ორსვეტიან ან ორსტრიქონიან) ცხრილს.

წლიური სასწავლო წლის პროგრამა 
2015-2016  / 
მასწავლებლის  სახელი, გვარი:  მაია ნატროშვილი
სასწავლო  საგნის  დასახელება :  ბუნებისმეტყველება
სწავლების  კლასი :  II
სასწავლო  კურსის  სწავლების  ხანგრძლივობა :  ორი სემესტრი
საათების  რაოდენობა :  2 საათი კვირაში

თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტი გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და  უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემსალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზანი და ამოცანები
მიზანი:
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე   საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს  კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

ამოცანები:
ცოდნა:
·           ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
·           სამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;
·           დედამიწა და გარესამყარო;
·           გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
·           დაკვირვება, აღწერა;
·           კვლევის საგნის განსაზღვრა;
·           კვლევის ეტაპების განსაზღვრა;
·           აღრიცხვა;
·           კლასიფიკაცია;
·           გაზომვა;
·           კომუნიკაცია;
·           მონაცემების  ინტერპრეტაცია;
·           განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;
·           ცდის დაგეგმვა;
·           ცდის ჩატარება;
·           მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
·           მოდელის შექმნა და გამოყენება.

დამოკიდებულება:
·           ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ;
·           საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;
·           ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
·           თანამშრომლობის სურვილი;
·           გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
·           უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება. 
კურსის  ორგანიზაცია :
         1)      საკლასო  მენეჯმენტის ხერხები:
·         ინდივიდუალური
·         წყვილებში
·         ჯგუფური
·         მთელ კლასთან
                  2) მეცადინეობის ფორმები:
·         პრაქტიკული
·         ლექცია
·         სემინარი
·         დებატები
               3) გაკვეთილის ტიპები:
·         ახსნა
·         განმტკიცება
·         კომბინირებული
საწავლო  კურსის  შეფასება :  
·         მიმდინარე: განმავითარებელი
          შემაჯამებელი: განმავითარებელი
          დაკვირვება,პორტფოლიოს საშუალებით შეფასება.
რესურსები :
      მოსწავლის წიგნი: ბუნება ; გამომცემლობა: ,,ბაკურ სულაკაური", ავტორი :.კვანტალიანი
·                       რვეული
·                     მასწავლებლის წიგნი
·                     ბუკი
·                     დაფა
·                     ინტერნეტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.I.1.მოსწავლეს  შეუძლია  გააცნობიერს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ჩამოთვლის ადამიანის შეგრძნებებს და აღწერს მათ როლს გარემომცველი ობიექტების ამოცნობსა და პირად უსაფრთხოებაში (მაგ., როგორ გვეხმარება გარეგნული ნიშნები და სუნი  საკვების ვარგისიანობის დადგენაში; როგორ შეგვიძლია ხმის საშუალებით დავადგინოთ, გამართულად მუშაობს თუ არა რომელიმე ხელსაწყო);
·      შეგრძნებებს უკავშირებს შესაბამის ორგანოებს;
·      უკავშირებს ობიექტის ზოგიერთ მახასიათებელს  შესაბამის შეგრძნების ორგანოს (მაგ.,  ფერი, ფორმა - თვალი; გემო - ენა);
·      შეგრძნების ორგანოების (ერთდროულად ორი) დახმარებით აღწერს მისთვის ნაცნობი ობიექტების მახასიათებლებს (მაგ., ლიმონი  ყვითელი და მჟავეა, თოვლი თეთრი და ცივია);
·      იყენებს მარტივ ხელსაწყოებს (მაგ., ლუპა, სტეტოსკოპი)  ობიექტის აღსაქმელად.

ბუნ.I.2.მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აღწერს ადამიანს (საკუთარ თავს) თვალსაჩინო გარეგანი ნიშნების მიხედვით;
·         აჯგუფებს ორგანიზმებს მცენარეებად და ცხოველებად  და აღწერს მათ განმასხვავებელ ნიშნებს;
·         ცხოველების და მცენარეების  მრავალფეროვნების გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., ერთნაირია თუ არა სკოლის ეზოში მდგარი სხვადასხვა ხის ფოთლები?)  დაეძებს პასუხებს.

მიმართულება: სხეულები და მოვლენები

ბუნ.I.3.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს შორის   მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადარებს და აჯგუფებს სხეულებს ერთი ან ორი ნიშნით საკლასო ოთახში, სახლში, ბუნებაში, ილუსტრაციებზე, მსჯელობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე (მაგ., მერხი და საწერი მაგიდა);
·         აკვირდება და განასხვავებს მოძრავ და უძრავ სხეულებს  საკლასო ოთახში, სკოლის ეზოში, ქუჩაში;
·         პოულობს მსგავსი დანიშნულების საგნებს სახლსა და სკოლაში და აღწერს მათ;
·         აღწერს და განასხვავებს ბუნებრივ სხეულებსა (მაგ., ხე, ქვა) და ადამიანის მიერ დამზადებულ საგნებს (მაგ., მაგიდა, აგური).


მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო

ბუნ.I.4.მოსწავლეს შეუძლია  ორიენტირება სკოლის ტერიტორიაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·                     აფიქსირებს სასწავლო გარემოში (მაგ., საკლასო ოთახი, სკოლის დერეფანი, სკოლის ეზო) ობიექტების  დანიშნულებასა და მათ მდებარეობას საკუთარი თავის მიმართ (მისგან: შორს ახლოს, ზემოთ - ქვემოთ, წინ - უკან,  მარჯვნივ - მარცხნივ);
·         ხატავს სასწავლო გარემოს შესაბამისი ობიექტებით (მაგ., სკოლის შენობა, ეზო, საკლასო ოთახი).
  
ბუნ.I.5.მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს დღე-ღამის  მონაცვლეობასთან დაკავშირებული მოვლენები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ბუნებაში ან ილუსტრაციებზე ამოიცნობს ციურ სხეულებს (მზე, მთვარე, ვარსკვლავები);
·         აღწერს საკუთარი აქტივობების მონაცვლეობას დღე-ღამის განმავლობაში და  უკავშირებს კონკრეტულ დროს (მაგ., დილის 9 საათი - სწავლის დაწყება, საღამოს 6 საათი - საყვარელი ტელეგადაცემა);
·         აღწერს ცხოველთა (მაგ., ღამურა, შინაური ცხოველები, მწერები) ქცევას დღე-ღამის განმავლობაში, გადმოსცემს მისთვის საინტერესო ისტორიას  და აკეთებს ჩანახატებს.

ბუნ.I.6.მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აგროვებს ბუნებრივ სხეულებს (მაგ., ქვები, გირჩები, ნაყოფები), აჯგუფებს მათ თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით (ფერი, ფორმა, ზომა, სიმძიმე ან სიმაგრე) და აღწერს მათ;
·         აკვირდება და აღწერს   მის გარშემო არსებულ ობიექტებს;
·         დაკვირვების საფუძველზე აღწერს ლოკალურ გარემოს და ქმნის ნახატებს.


მიმართულება:  ადამიანი და გარემო

ბუნ.I.7.მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენისა და  უსაფრთხო  ქცევის ელემენტარული წესებს დავა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       ამოიცნობს და განმარტავს ქუჩაში მოძრაობის  წესების ამსახველ ძირითად პირობით ნიშნებს (არა უმეტეს სამი საპირისპირო წყვილისა), ხსნის მათი დაცვის აუცილებლობას;
·       ასახელებს საკუთარი საცხოვრებელი  ადგილის და სკოლის მისამართს;
·       მსჯელობს  საყოფაცხოვრებო ნივთების (მაგ.მაკრატელი, ჩაქუჩი, ფანქრის სათლელიუსაფრთხო მოხმარების წესებზე;
·       საუბრობს ცხოველებთან და მცენარეებთან უსაფრთხო ურთიერთობაზე;
·       ასახელებს პირადი ჰიგიენის ნივთებს (მაგ., სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, პირსახოცი),  აღწერს მათ დანიშნულებას და მოხმარების წესებს;
·       საუბრობს კომპიუტერით სარგებლობის ჰიგიენური ნორმების (კომპიუტერით სარგებლობის ხანგრძლივობა, მანძილი მონიტორსა და მოსწავლეს შორის) დაცვის აუცილებლობაზე. 

ბუნ.I.8.მოსწავლეს შეუძლია საკუთარი  გარემოსადმი დამოკიდებულების გამოხატვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       მონაწილეობს სასკოლო გარემოში ქცევის ელემენტარული წესების შემუშავებაში მასწავლებელთან ერთად და იცავს მათ;
·       უფრთხილდება და უვლის პირად, თანაკლასელების ნივთებსა და სასკოლო ინვენტარს;
·       განასხვავებს სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს, სიტყვიერად ან ჩანახატების სახით გადმოცემს  საკუთარ განწყობას კონკრეტული გარემოს მიმართ;
·       იცავს გარემოში სისუფთავეს  და აღწერს ამ მიზნით საკუთარი ქმედებს  მნიშვნელობას   (მაგ., საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება);
·       თანაკლასელებს უზიარებს საკუთარ დამოკიდებულებას საყვარელი ნივთების, მცენარეებისა და ცხოველებისადმი და ახასიათებს მათ მისთვის გამორჩეული ნიშან – თვისებებით;
·         აღწერს და აჯგუფებს კონკრეტულ გარემოს ადამიანის აქტივობის მიხედვით (მაგ., საძინებელი - ძილისაკლასო ოთახი - სწავლა).



Комментариев нет:

Отправить комментарий