სადამრიგებლო საათზე გამოყენებული მეთოდები:
- “მინი” ლექცია – ვერბალური ახსნის მეთოდი
- დისკუსია
- შემთხვევის განხილვა
- ექსკურსია
- გონებრივი იერიში
- პრეზენტაცია
- როლური თამაში
დამრიგებლის მუშაობის მიზანი
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური
უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე, უნდა უწყობდეს
ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ
და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ
ოჯახის, სადამრიგებლის მოვალეობები
ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. დამრიგებელი უნდა
ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.
დამრიგებელს ევალება:
• სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ;
• მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
• მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების
წარმოქმნის შემთხვევაში;
• მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა
თვეში მინიმუმერთხელ; საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის
ყოველდღიური შემოწმება;
• სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება
მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების
შესახებ;
• სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში,
მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების
შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
• ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის
საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაუშვებელია ერთი მოსწავლის
ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.
თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის
მიზეზი.
დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ
ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო
კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის
ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური,
ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა
თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის
მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საშუალო წლიური ნიშანი 5.1-ზე დაბალია,
დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ აუცილებელია
მნიშვნელოვანი პროგრესი მომდევნო სასწავლო წლებში (თუ ეს არ არის საფეხურის ბოლო კლასი),რათა
მოსწავლემ შეძლოს საფეხურის დაძლევა.
დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს
ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ.
დამრიგებლის მუშაობის პრინციპები
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:
• აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს
პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო
მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
• შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია.
ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად,
დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების
გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
• მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში
პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა მოსწავლეთა
ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების
(ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების
მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები.
ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება
მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალი
პიროვნების ფორმირებას;
1. სწავლის დაწყებისთანავე გავეცნობით მოსწავლეთა ქცევის კოდექსს და ვეცდებით, ისინი ყოველდღიური ქცევის ნორმებად ვაქციოთ.
2. ყოველდღიურად ვადევნებ თვალყურს მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებს, ქცევას.
3. მექნება რეგულარული კოლეგიალური ურთიერთობა კლასში შემსვ -
ლელ ყველა პედაგოგთან.
4. ვიზრუნებ გაკვეთილზე მოსწავლეთა მაქსიმალურ დასწრებაზე;
5. სასკოლო ინვენტარისა და სასწავლო ნივთების გაფრთხილებაზე;
6. პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში შევასრულებ შუამავლის როლს მოსწავლეს, მშობელსა
და პედაგოგს შორის;
და პედაგოგს შორის;
7. დავეხმარები მოსწავლეებს პრობლემების გადაჭრაში;
8. ჩავრთავ მოსწავლეებს როგორც სასკოლო, ასევე საქალაქო ღონისძიებებ - ში;
9. მექნება ინდივიდუალური შეხვედრები როგორც მოსწავლეებთან, ასევე მათ მათ მშობლებთან.
10. მოსწავლეებს მონაწილეობას მივაღებინებ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
https://drive.google.com/file/d/0B7N2ONaDXLR_WllvZ1RlcV9Hc0U/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B7N2ONaDXLR_WllvZ1RlcV9Hc0U/view?usp=sharing
Комментариев нет:
Отправить комментарий