"დედაშენი არის ღმერთი..." - ნოდარ დუმბაძე დედაზე
დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე! ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა, ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?
ნოდარ დუმბაძე
ცხოვრებისეული გამონათქვამები: ვოლტერი
2. შემთხვევითობა არ არსებობს! ყველაფერი გამოცდაა, ან დასჯა, ან ჯილდო, ან კიდევ წინასწარჭვრეტა.
3. სასაცილოდ აგდება სხვისი ხშირად მხოლოდ ჭკუის სიღატაკეს ამტკიცებს.
4. ყოველი ადამიანი დამნაშავეა იმ სიკეთის გამო, რომელიც მან არ გააკეთა.
5. ფულის ნაკლებობა კი არა, ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა ხდის სახელმწიფოს უძლურს.
6. უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე აქვთ.
7. ქორწინება ან უდიდესი ბოროტებაა, ან უდიდესი სიკეთე… ქორწინება ადამიანთა ყველაზე დიდი განძია, როცა ის ეყრდნობა გულისა და სულის ერთიანობას, გრძნობების, გემოვნებათა და ხასიათების საძირკველს… მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, როცა ყიდი შენს სახელს, შენს არსებობას, ემორჩილები მტარვალს, ხდები მისი მონა – მორჩილი, გაურბიხართ ერთი – მეორეს! ამგვარი ქორწინება ნამდვილად ჯოჯოხეთია.
8. რა დამღუპველია ვნებები! ისინი ქარებს ჰგვანან, რომლებიც ხომალდის იალქნებს უბერავენ; ზოგჯერ სძირავენ კიდეც ეს ქარები ამ ხომალდს, მაგრამ მათ გარეშე მაინც ვერ იცურებს.
9. შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.
10. ადამიანებზე პასუხების ნაცვლად შეკითხვების მიხედვით უნდა ვსჯელობდეთ.
|
Pages
- მთავარი
- პროფესიული განვითარება
- ტრენინგები
- დამრიგებლის გვერდი
- ჩემი კლასი
- სასარგებლო ბმულები
- თემატურ-კალენდარული გეგმები
- სადამრიგებლო პროგრამა
- პირველი კლასი
- მეორე კლასი
- მესამე კლასი. 2016-2017სასწ.წ.
- პროექტები
- რუსთავიდს #8 საჯარო სკოლა.
- წლიური სასწავლო კურსის პროგრამა
- სამოდელო და ინტეგრირებული გაკვეთილები
- ტესტები
- ჯორჯ პოიას " ათი მცნება"
- ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსები
- ეს საინტერესოა!
- მესამე კლასის სტანდარტები
- ახალი ესგ- 2017-2023
- მათემატიკის ქვიზები
- ქართული ენის ქვიზები
- დამრიგებლის ელექტრონული ჟურნალი
- თვითშეფასების კითხვარი 2016-2017სასწ.წ.
- "საბავშვო უნივერსიტეტი"
- შეფასების რუბრიკები
- გასართობი
- ზღაპრების ქვეყანა
- მარჯვე ხელები
- IV კლასის სტანდარტი
- ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
- ანიმაციები
- გაწაფული /გამართული კითხვა
- ეფექტური აქტივობები კითხვის და წერის სწავლებისათვი...
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
- ახალი ესგ- 2017-2023
- მატრიცები
- სერტიფიკატები
ეს საინტერესოა!
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий